понедельник, 4 июля 2011 г.

"ზნე–ხასიათის წვრთნა ერთ–ერთი უდიდესი, უაღრესი საგანია სკოლისა, რადგან გაადამიანება კაცისა თავი და ბოლოა ყოველგვარი წვრთნისა, ზრდისა და განათლებისა''
                                                                                                                  ილია ჭავჭავაძე
                                       
                                       
"ოთხ საიდუმლეობას მაინც უნდა ფლობდეს  მასწავლებელი:
1. უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები
2.უსაზღვროდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ის ასწავლის.
3.ჰქონდეს უნარი–ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს,როგორც სენი უკურნებელი
4.იყოს უაღრესად თანამედროვე, ჰქონდეს ცოდვა – მადლის უნარი
                                                                                            ნოდარ  დუმბაძე

"ყოველი კაცი ქვეყანაზე არის ის განძი,
რომელსაც უნდა აღმოჩენა და დაფასება''

                                                  გალაკტიონი                                      



 ერთი    შეგირდს მისცხე და ხუთი გამზრდელსაო
                                                               
                                                           ქართული ანდაზა

 ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
 ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს
ზოგჯერ მქმნელია ავისა''                                            
                                                       ვაჟა–ფშაველა

სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: „ეკოლოგია ბუნებააა“...

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: გარემოს დაცვა–ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და მასზე ზრუნვაა.

3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ გარემოს დაბინძურება, რომელიც წარმოიშვება ინდუსტრიული წარმოებისას (ნარჩენები წამლავენ წყალს, ჰაერს, ნიადაგს) გათბობის მოწყობილობებით და ტრანსპორტის გამონაბოლქვებით იწამლება გარემო, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ცოცხალ ორგანიზმებზე.

4.პროექტის მიზნები: იმ ღონისძიებების გატარება, რომელიც მიზნად ინახავს ადამიანისა და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანების აღმოფხვრას.

5.მონაწილეთა ასაკი: VIII-XII კლასის მოსწავლეები

6.ვადები /ხანგრძლივობა :7–10 დღე

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:პროექტის განხილვის შემდეგ უფრო მეტად იზრუნებენ  მშობლურ ბუნებაზე .

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: იხელმძღვანელეს სასკოლო სახელმძღვანელოებით, შეხვდნენ  რაიონის ნაკრძალის თანამშრომლებს, ისარგებლეს ინტერნეტ საიტებით  http://ka.wikipedia.org/wiki, პარლამენტის მიერ გამოტანილი კანონით, მოიძიეს საინტერესო მასალები, დაასუფღავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია – შეაგროვეს პოლიეთილენის პაკები და პლასტმასის ბოთლები, დარგეს ხეები, რითაც გამოეხმაურნენ უწმინდესისა და უნეტარესის მოწოდებას: თითოეულმა ადამიანმა თორმეტი მოციქულის სახელზე დარგოს თორმეტი ხე.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):პროექტის განსახორციელებლად  მოსწავლეები დავყავით ჯგუფებად.ერთ ნაწილს დაევალა ინტერვიუს აღება ნაკრძალის თანამშრომლებისაგან, მეორე ჯგუფი პოლიციის განყოფილებას ეწვია,სადაც გაარკვიეს,თუ რა ღონისძიებებს მიმართავენ გაუმართავი მანქანების მძღოლების მიმართ,რათა არ დაბინძურდეს გამონაბოლქვებით ჰაერი.გაეცნენ 1996 წლის საქართველოს პარლამენტის  კანონს:“ დაცული  ტერიტორიების სისტემის შესახებ“.მოიძიეს მასალები ვახტანგ VI ის სამართლებრივი წიგნიდან–ე.წ. ყორუღის  შესახებ .შემდგომ ჯგუფებმა შეაჯერეს შეგროვილი მასალა და მისცეს სრულყოფილი სახე.

10.აგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გეოგრაფია,ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა,ბიოლოგია.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ბიოლოგიის მასწავლებელი: მანანა შაბურიშვილი

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:manana.shaburishvili@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий